ფეხბურთი

17:43 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი დე ბრუინით "სიტიმ" "კრისტალ პალასს" აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 4:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ჟან-ფილიპ მატეტას გოლით მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ კევინ დე ბრუინმა მე-13 წუთზე ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა და ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში „სიტიმ“ მოიპოვა გარდამტეხი უპირატესობა, რაც ლუისის, ჰოლანდის და დე ბრუინის გოლებში აისახა, რასაც მასპინძლებმა ბოლოსკენ უდუარის გოლით უპასუხეს - 2:4.

„მანჩესტერ სიტის“ 70 ქულა აქვს და ამ დროისთვის „ლივერპულთან“ ერთად ლიდერია, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112294