კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ „ალ-იტიჰადში“ გამარჯვება მარტო არ შეუძლია. ფრანგმა ფეხბურთელმა როგორც აღნიშნა, მას დახმარება სჭირდება.
„რა თქმა უნდა, იგივე არ ვარ, რაც მადრიდში ვიყავი. აქ თანაგუნდელებიც განსხვავებული არიან და თამაშის სტილიც. ჩემთვის აქ პირველი წელია, მაგრამ დახმარება მჭირდება, რადგან მატჩების მოგება მარტო არ შემიძლია. „ალ-იტიჰადიდან“ წასვლა? ვნახოთ, რა მოხდება, ბევრი სიახლეა. ახლა ჩემი მიზანია აქ კარგად თამაში“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.