რაგბი

22:25 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია სპანდერაშვილი რაგბი ევროპის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა

საქართველოს ნაკრების მორაგბე ილია სპანდერაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც სულ 13 მორაგბე იყო წარდგენილი, მათ შორის, აკა ტაბუცაძე და მერაბ შარიქაძე. საბოლოოდ, ყველაზე მეტი ხმა სპანდერაშვილმა მიიღო.

ილიამ რაგბი ევროპის ბოლო გათამაშებაში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ლელო მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპა ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში კი, მე-16-ედ მოიგო.

0.123346