ფეხბურთი

21:08 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ქულით დაიწყო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, სადაც C დივიზიონში გამოდის.

პირველ ტურში ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვას თბილისში უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. არადა, საქართველო ორბურთიან უპირატესობას ფლობდა.

მე-12 და მე-17 წუთებზე თეონა ბაქრაძემ ორჯერ მოახერხა გოლის გატანა, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეცდომა არ დაუშვა. სტუმრებმა ერთი ბურთი მეოცე წუთზე გაქვითეს, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიშიც გაათანაბრეს და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 2:2.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 9 აპრილს, სტუმრად ბელარუსს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში კვიპროსს 3:0 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119543