ფეხბურთი

18:59 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttomercatoweb: კვარაცხელიაში 100 მილიონზე უარის თქმას "ნაპოლისთვის" აზრი აქვს?

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი გამოეხმაურა ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „ბარსელონას“ სურს.

სტატიაში დასმულია შეკითხვა: აქვს თუ არა „ნაპოლისთვის“ აზრი სამნიშნა შეთავაზებაზე უარის თქმას:

„ექნება აზრი ხვიჩა კვარაცხელიაზე სამნიშნა შეთავაზების უარყოფას? ლეგიტიმური შეკითხვაა, რადგან დღეს ესპანეთში საუბრობენ, რომ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი „ბარსელონას“ სამიზნეა. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა შეთავაზება მოიგერია და 130 მილიონი ევრო მოითხოვა, იგივე თანხა, რასაც ვიქტორ ოსიმენში ითხოვს.

ალბათ, გასულ სეზონში აზრი ექნებოდა, მაგრამ ეს პრემიერლიგა არ არის და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში მეოთხედფინალში შეჩერდა, სადაც მთავარი გმირი რაფაელ ლეაუ იყო, რომელსაც არასდროს ჰქონია მსგავსი შეთავაზება.

შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ასეთ ფინანსურ მოგებაზე უარის თქმა. თუმცა, „ბარსელონას“ ჯერაც ფინანსური პრობლემები აქვს და ერთადერთი შანსი, რომ კვარა დაიმატონ, მბაპეს სტილში ტრანსფერია: ჯერ იჯარით, მაგრამ მომდევნო წელს ძალიან მაღალი ფასით გამოსყიდვის ვალდებულებით“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.124018