„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე თამაშს აზრი არ აქვს. როგორც მან აღნიშნა, მთავარი ევროპის ჩემპიონატია.
„არ იქნება ლოგიკური ორი ტურნირში მონაწილეობა, აზრ არ ექნება. ვცდილობ, ბევრი არ ვითამაშო. მაგრამ თუ ოლიმპიადაზე წასვლა მომიწევს, უკან არ დავიხევ, რადგან იქ მონაწილეობის მიღება ოცნებაა.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება ევროპის ჩემპიონატი, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ესპანეთი საწყის ეტაპზე გავარდება, ოლიმპიადისთვის სცენარი შეიცვლება. პედრი არის მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს“, - თქვა იამალმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ 40 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.