ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე 89 კგ. წონით კატეგორიის C ჯგუფში საბა ასანიძემ იასპარეზა.
ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 146 / 150 / 152 კგ. დაძლია და ჯგუფში მე-6 ადგილზე გავიდა. საბამ აკვრაში თავი 183 / 187 / 191 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხური ერგო, ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამით კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საბას დიდების ტურნირზე დებიუტი ჰქონდა.