ძიუდო

20:45 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია.

ქართველები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 9 ვაჟის და 6 ქალის შემადგენლობით იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში, 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება, სამაგიეროდ, გაორებულია სამი წონა.

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

100 კგ - ილია სულამანიძე

+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალთა შორის, როგორც ვთქვით, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე 6 ძიუდოისტი ეყოლება:

57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

70 კგ - მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი

აქვე გეტყვით, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ზაგრებში 25-27 აპრილს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11242