„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი დიდებულ ფორმაშია და „ასტონ ვილასთან“ გუშინდელ მატჩში (4:1) სამი გოლიც გაიტანა.
OptaJoe-ს ინფორმაციით, ფოდენისთვის ეს იყო მესამე ჰეთ-თრიქი უშუალოდ პრემიერლიგაში, რითაც უკვე გაუთანაბრდა კრიშტიანუ რონალდუს, ფრენკ ლამპარდს და დიდიე დროგბას.
გარდა ამისა, მან სამი ჰეთ-თრიქი 23 წლის ასაკში მოასწრო, ხოლო სანამ 24 წლის გახდებოდნენ, უფრო მეტი ჰეთ-თრიქი პრემიერლიგაში მხოლოდ რობი ფაულერს (7), მაიკლ ოუენს (7), ჰარი კეინს (6) და ერლინგ ჰოლანდს (5) აქვთ შესრულებული.
მიმდინარე სეზონში ფილ ფოდენმა ყველა ტურნირზე 21 გოლი გაიტანა, თანაც პენალტის გარეშე, გარდა ამისა, 10-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა.