კალათბურთი

0:02 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 18 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქული „ტოფაში“ 83:77 დაამარცხა.

ესპანელებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 6 ქულით მოიგეს და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოახერხეს.

გიორგი შერმადინმა 22 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. ქართველზე უკეთ ესპანურ გუნდში მხოლოდ მარსელინო უერტასი გაისარჯა, რომელმაც 30 ქულა და 8 პასი დააგროვა.

ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი 10 აპრილს, თურქეთში გაიმართება.

0.122317