ფეხბურთი

20:21 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი "სარაგოსასთან" მატჩისთვის მზად იქნება

„ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ კლუბს უახლოეს შეხვედრაში დაეხმარება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „სარაგოსასთან“ მატჩისთვის ქართველი ფეხბურთელიც ემზადება, რომელსაც კლუბში 16 მარტის შემდეგ არ უთამაშია. „ელჩესთან“ შეხვედრის დროს გიორგი ეროვნულ ნაკრებში იყო, ხოლო ბოლო თამაში „ვალიადოლიდთან“ გამოტოვა, რადგან ნაკრებიდან ახალი დაბრუნებული იყო და სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „ლევანტესა“ და „სარაგოსას“ მატჩი 6 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11043