რაგბი

19:27 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა და ძალიან ძლიერი საფრანგეთის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები დაამარცხა.

შეხვედრა ფრანგების უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ ტაიმი 19:10 მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავად ითამაშეს, მეტოქისგან ქულაც არ მიუღიათ, თვითონ კი, თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანეს, რის შედეგადაც 20:19 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შველიძემ ლელო მაშინ გაიტანა, როცა უკვე დრო ამოწურული იყო და ანაგრიში 18:19 გახადა, ხოლო გიგი სირბილაძემ ის ზუსტად გარდასახა და ამ ზუსტი დარტყმით თამაშიც მოვიგეთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში ლელოები ლევან აზიეშვილის და ანრი შველიძის აქტივშია, ორი ჯარიმა დავით წიკლაურმა, ხოლო გარდასახვა გიგი სირბილაძემ გაიტანეს.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე, რომელსაც ქალაქი პარმა მასპინძლობს, წინა ტურში შოტლანდიასთან წააგო, ხოლო 7 აპრილს, მომდევნო შეხვედრას ინგლისთან ჩაატარებს.

0.125238