ფეხბურთი

13:52 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა უეფას ვებგვერდზე 15 აპრილს დაიწყება

უეფას ვებგვერდზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება.

ბილეთების რეალიზება ხსენებულ დღეს, თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება. უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელდება.

ცნობილია, რომ ბილეთების ფასი ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი - 30, 60, 150, 200 და 400 ევრო ღირს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111592