თამაშგარე

13:47 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილმა შეფმა კვარაცხელია ტკბილეულს შეადარა

თქვენს წინაშე ხაშლამის ქვაბივით გადმოდგმული მხნე და ფერ-ხორცინი მამრი, იტალიელი ცნობილი შეფ-მზარეული, ჯენარო ესპოზიტოა, რომელიც წარმოშობით ნეპოლიდანაა და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ როგორც ჭეშმარიტ ნეაპოლელს საფეხებურთო კლუბი „ნაპოლი“ სულსა და გულს ურჩევნია.

ამასწინათ, მიშლენის ორი ვარსკვლავის მქონე სენიორ ჯენარომ „რადიო გოლთან“ ინტერვიუში „ნაპოლის“ ფეხბურთელები მის მიერ მომზალებულ კერძებს შეადარა და თან განმარტა კიდეც მისი გადაწყვეტილებები. ცხადია არც ნაეპოლელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გამორჩენია და მასაც გამოუძებნა სათანადო კერძი და ადგილი.

ჯენარო ესპოზიტოს თქმით, ხვიჩა ყველაზე მეტად გაქვს ტრადიციულ იტალიურ დესერტს სახელად კლომბა. როგორც შეფ-მზარეული განმარტავს, ეს ტკბილი და ძირითადად სააღდგმოდ მოსამზადებელი კერძი ხვიჩასავით მსბუქი და ჰაეროვანია და მისი დაგემოვნების შემდეგ პირში ყველას შთამბეჭდავი და გამყოლი გემო რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116426