ზვიად გოგოჭური პარა ძიუდოში ანტალია 2024 გრან პრის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამავე ტურნირზე მესამე ადგილზე ასევე ლაშა ყიზილაშვილი და ზურაბ ზურაბიანი გავიდნენ.
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები ანტალიის გრან პრის გათამაშებიდან სამშობლოში სამი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.