„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მარტის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი კარის დარაჯი სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა გამოარჩია და მას საშუალო შეფასებად 7.6 ქულა ერგო. მარტში გიორგიმ „ვალენსიას“ რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა და 32 გოლი გაუშვა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას „გრანადასთან“ გამართავენ.