ფეხბურთი

20:32 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მბაპეს შეურაცხყოფა? ეს მხოლოდ სპეკულაციებია, 53 წლის ვარ და დიდი გამოცდილება მაქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს მხოლოდ მედიამ მოიგონა.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მარსელთან“ შეცვლის შემდეგ მბაპემ ლუის ენრიკეს ბო**ს შვილი უწოდა, რაც ლუის ენრიკემ უარყო.

„საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია ერთ ტყუილს ამ ყველაფრის შექმნა. ვიღაცამ მოიგონა შეურაცხყოფა და დაიწყო ყველანაირი სპეკულაცია. კილიანით კმაყოფილი ვარ, რომელიც ძალიან კარგად იქცევა, დანარჩენი არ მაინტერესებს. მხოლოდ გუნდისთვის მაქსიმუმის გაცემაზე ვფიქრობ. 53 წლის ვარ და ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება მაქვს. უბრალოდ მინდა, რომ სეზონი კილიანისთვის და პსჟ-სთვის საუკეთესოდ დასრულდეს. ყველა ერთ ნავში ვართ და ახლა საფრანგეთის თასზე ვფიქრობთ. ფინალამდე ერთი ნაბიჯია და იქ გასვლა დიდი სტიმულია, ამიტომ, შესანიშნავ თამაშს ველოდები“, - თქვა ლუის ენრიკემ.

აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში 3 აპრილს, „რენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114209