საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს ინგლისურ „ნიუკასლს“ ისევ უკავშირებენ.
ცნობილი თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჯორდები“ „არსენალის“ წევრ აარონ რამსდეილსა და ქართველ მეკარეს შორის გააკეთებენ არჩევანს. ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ გიორგის „ვალენსია“ 35 მილიონ ევროზე ნაკლებად ძნელად თუ შეელევა.
„ნიუკასლის“ მხრიდან ინტერესზე უცხოურ მედიაშიც აქამდეც არაერთხელ დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ესპანური გუნდის ლიდერია და დიდი შანსია ზაფხულში სხვა კლუბში გადავიდეს.