ფეხბურთი

16:47 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ახალ სპორტულ დირექტორს "იუვენტუსში" მიაგნო

„ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი ზაფხულიდან დიდი ალბათობით, ჯოვანი მანა გახდება.

იტალიური მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისმა 35 წლის საფეხბურთო მენეჯერთან შეთანხმებას მიაღწია და მან მაურო მელუზო უნდა შეცვალოს, რომლის ერთწლიანი ნეაპოლური კარიერა ძალიან წარუმატებელი გამოდგა.

ჯოვანი მანა „იუვენტუსში“ 2019 წლიდან მუშაობს, ამჟამად გუნდის უფროსია და სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ეხმარება, მაგრამ როგორც ჩანს, ტურინიდან ნეაპოლში გადაინაცვლებს.

აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ „ნაპოლის“ მთავარი სკაუტი ჯუზეპე პომპილიო სავარაუდოდ, „იუვენტუსს“ შეუერთდება და ჯუნტოლისთან ერთად იმუშავებს, რომლის მხარდამხარ „ნაპოლიში“ წლების განმავლობაში მუშაობდა.

0.118897