ფეხბურთი

21:54 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკოს ალონსო „ბარსელონას“ ზაფხულში დატოვებს

„ბარსელონას“ ესპანელი მცველი მარკოს ალონსო საკლუბო რეგისტრაციას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს ტვიტერზე.

წყაროს ცნობით, ალონსო „ლურჯი ბროწეულების“ ბანაკს დატოვებს. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალონსოს მომსახურებით კიდევ ერთი ესპანური გიგანტი „ატლეტიკო“ დაინტერესდა. მადრიდელებს სურთ მარკოსის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება.

შეგახსენებთ, რომ მარკოს ალონსო „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2022 წლის სექტემბერში გახდა. მისი ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება „ბლაუგრანასთან“ 2024 წლის ივნისამდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124194