ფეხბურთი

17:52 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

adidas-ის წარმომადგენელმა განმარტა, რატომ არ იქნება 44 ნომერიანი წარწერა გერმანიის ნაკრების ფორმაზე

ფირმა adidas-ის სპიკერმა ოლივერ ბრუგენმა განმარტა, თუ რატომ აკრძალავს კომპანია მალე გერმანიის ნაკრების მაისურებზე 44-ნომრის დაწერას.

„44-ე ნომრის გამოშვება რაც შეიძლება მალე აიკრძალება. adidas-ში დაახლოებით 100 ქვეყნის წარმომადგენელია დასაქმებული, ჩვენი კომპანია მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და ინკლუზიას და ჩვენ, როგორც კომპანია აქტიურად ვეწინააღმდეგებით ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს, ძალადობასა და სიძულვილს ნებისმიერი ფორმით გამოხატვას,” - ციტირებს Sport Bild ბრუგენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ტექნიკური სპონსორი, adidas, აკრძალავდა 44 ნომრის ბუნდესნაკრების ფორმაზე ნაციზმის სიმბოლოსთან მსგავსების გამო.

მაისურებზე ახალი დიზაინის გამო, ნომერი 44 წააგავს „ზიგ-ს", რომელიც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში ფაშისტური SS-ის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ტურნირის წესების გამო მოთამაშეები ამ ნომრის არჩევას მაინც ვერ შეძლებდნენ, მაგრამ გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ შეეკვეთათ მაისური 44 ნომრით.

0.121482