ფეხბურთი

21:20 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, "შტურმი" კონკურენტ "ზალცბურგთან" დამარცხდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო.

ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია. ავსტრიული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა, მაგრამ მისი ხარისხი უცნობია. ქართველი განაცხადშიც არ იყო.

„შტურმი“ საჩემპიონო რბოლაში „ზალცბურგს“ 5 ქულით ჩამორჩა და ტიტულისთვის ბრძოლა სეზონის დარჩენილ ნაწილში ძალიან გაუჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122162