კალათბურთი

10:28 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „პალენსია“ 89:68 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი შერმადინმა აღნიშნულ მატჩში 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ 17 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 აპრილს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.117249