ფეხბურთი

2:27 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ” კაცნაკლულ „ლას პალმასს” მინიმალური ანგარიშით მოუგო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ლას პალმასს“ უმასპინძლა 1:0 მოუგო.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა. თავი „ბარსელონას“ ბრაზილიელმა გარემარბმა რაფინიამ გამოიჩინა. სტუმრები 24-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მას შემდეგ, რაც მეკარე ალვარო ვალესი მოედნიდან გააძევეს.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბარსელონამ“ 67 ქულა მოაგროვა. ჩავის გუნდი პრიმერას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ხუთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ მადრიდის „რეალს". „ლას პალმასი“ 37 ქულით მე-12 ადგილზეა.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 30-ე ტური. 30 მარტი: ხეტაფე - სევილია 0:1, ალმერია - ოსასუნა 0:3, ვალენსია - მალიორკა 0:0, ბარსელონა - ლას-პალმასი 1:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119104