ფეხბურთი

2:06 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ სტუმრად „ფიორენტინა“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ფიორენტინამ“ „მილანს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

47-ე წუთზე „მილანი“ ნახევარმცველ რუბენ ლოფტუს-ჩიკის გოლით დაწინაურდა, რომელსაც საჯარიმოში ქუსლით ულამაზესი პასი მისცა რაფაელ ლეაუმ. 50-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. ნახევარმცველმა ჯოზეფ ალფრედ დანკანმა გაიტანა. შეხვედრის 53-ე წუთზე უკვე თავად ლეუმ შეაგდო და სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. საბოლოოდ თამაში ასე დამთავრდა.

ახლა „მილანი“ 65 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა. მესამე 59-ქულიანი „იუვენტუსია,“ მეოთხე „ბოლონია,“ რომელსაც 54 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს.

ლიდერი კი 76-ქულიანი „ინტერია.“

იტალია. სერია A. 30-ე ტური. 30 მარტი: ნაპოლი - ატალანტა 0:3, ტორინო - მონცა 1:0, ჯენოა - ფროზინონე 1:1, ლაციო - იუვენტუსი 1:0, ფიორენტინა - მილანი 1:2

0.105733