ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსიამ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რადგან ნულოვან ფრეს დასჯერდა.
გიორგი მამარდაშვილმა 3-ჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა, მიმდინარე სეზონში უკვე მეათედ.
ქართველ მეკარეს ლა ლიგის ამ სეზონში 29 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გაშვებული, „ვალენსია“ კი, 41 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 აპრილს, „გრანადას“ სტუმრად დაუპირისპირდება.