ფეხბურთი

23:43 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ შინ „დორტმუნდთან“ წააგო

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

„ბორუსია“ მე-10 წუთზე დაწინაურდა. გოლი სტუმართა თავდამსხმელმა კარიმ ადეიემიმ გაიტანა. 83-ზე დორტმუნდელთა მცველმა იულიან რუერსონმა სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. 89-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა, ჰარი კეინმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ გოლი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაუქმდა.

ბაიერნი 2023/2024 წლების სეზონის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. გუნდმა 27 მატჩში 60 ქულა მოაგროვა. „ბორუსია“ 53 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ლიდერი კი 73-ქულიანი „ლევერკუზენია,“ რომელმაც დღეს „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხა.

ბუნდესლიგა. 27-ე ტური. 30 მარტი: აინტრახტი - უნიონ ბერლინი 0:0, ბაიერი - ჰოფენჰაიმი 2:1, გლადბახი - ფრაიბურგი 0:3, ვერდერი - ვოლფსბურგი 0:2, ლაიპციგი - მაინცი 0:0, ბაიერნი - დორტმუნდი 0:2

0.112822