ფეხბურთი

22:18 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო ტაკონიმ მძიმე ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელების შესახებ ისაუბრა

ორი წლის წინათ, „იუვენტუსის“ ყოფილ მეკარეს, სტეფანო ტაკონის, თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს.

„არაფერი მახსოვს, ოჯახთან ერთად საავადმყოფოში გავიღვიძე. ახლა ცოტა უკეთესად ვარ. ვთქვათ, მინდა საჩუქარი გავუკეთო ჩემს ოჯახს. ახლა ყავარჯენს ვიყენებ. დროდადრო ვჩერდები და ვფიქრობ, რომ შემიძლია ჩემი ამბავი მოვყვე, ამბავი ტრაგიკული, მაგრამ გამიმართლა.

რამდენიმე ტელეფონის ნომერი წავშალე. კიდევ ველოდები ზარს ზოგიერთისგან, მაგრამ ვინ იცის დარეკავენ თუ არა. სხვები ნამდვილი მეგობრები აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით ვალტერ ძენგა.

ნამდვილი სევდა სიგარეტია. პლატინისთან ერთად შესვენებაზე ერთს ვეწეოდი ხოლმე. წარმოიდგინეთ, ანევრიზმის შემდეგაც კი ისე მომენატრა სიგარეტი, რომ საბოლოოდ ვიღაცამ შემიწყალა და ერთი ღერი მომცა“, - განუცხადა ტაკონიმ Sportweek-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112603