ფეხბურთი

20:52 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ოთხეულში დაბრუნდა

დღეს, 30 მარტს, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის მატჩში „ ტოტენჰემმა“ „ლუთონს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა, თუმცა ძალიან რთული შეხვედრა გამოუვიდა.

უკვე მესამე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ „ლუთონის“ ნახევარმცველმა ტაჰიტ ჩონგმა გახსნა ანგარიში როს ბარკლის პასით.

51-ე წუთზე სტუმართა მცველმა ისა კაბორემ ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა. „სფურზს“ გამარჯვება 86-ე წუთზე კორეელმა თავდამსხმელმა სონმა მოუტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლონდონელებმა 56 ქულა დააგროვეს. გუნდი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე ავიდა.

შაბათის სათამაშო დღეს ორმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი - ჩელსელმა კოულ პალმერმა „ბარნლისთან“ და „შეფილდის“ ბენ ბრერეტონ დიასმა „ფულემთან,“

ინგლისი. პრემიერლიგა. 30-ე ტური. 30 მარტი: ნიუკასლი - ვესტ ჰემი 4:3, ბორნმუთი - ევერტონი 2:1, ნოტინგემ ფორესტი - კრისტალ პალასი 1:1, ტოტენჰემი - ლუთონი 2:1, ჩელსი - ბარნლი 2:2, შეფილდ იუნაიტედი - ფულემი 3:3, ასტონ ვილა - ვულვერჰემტონი, ბრენტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108235