ფეხბურთი

16:11 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეში" ქოჩორაშვილს დასვენების საშუალება მისცეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დღეს, „ლევანტესა“ და „ვალიადოლიდის“ მატჩში არ ითამაშებს.

ვალენსიურ გუნდში გიორგის დასვენების საშუალება მისცეს რთული სანაკრებო შეხვედრების შემდეგ. ამიტომ, ის განაცხადში არ არის და გუნდს 6 აპრილს, „სარაგოსასთან“ შეხვედრისთვის დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112716