ფეხბურთი

14:00 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძემ "აიაქსში" დრო ტყუილად დაკარგა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძეზე კომენტარი გააკეთა. როგორც რუმინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი „აიაქსში“ ტრანსფერისთვის მზად არ იყო და შეცდომა დაუშვა.

„უკან რომ ვიხედები, ვფიქრობ, რომ ის არ იყო მზად „აიაქსში“ გადასასვლელად, ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. მან ამსტერდამში დრო ტყუილად დაკარგა“, - თქვა ბოლონიმ „მონაკოსთან“ მატჩის წინ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ იანვარში იჯარით დაუბრუნდა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში გიორგის 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114197