ფეხბურთი

17:59 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

კვარას მცირე დაზიანება აღენიშნება და „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ რისკზე არ წავიდნენ. ამიტომ, „ატალანტას“ წინააღმდეგ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი მოედანზე არ იქნება.

კვარამ დღესაც მხოლოდ ინდივიდუალურად, სპორტდარბაზში ივარჯიშა. დაზიანება სერიოზული არ არის და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ საგოლე პასი მიითალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ – „ატალანტას“ მატჩი 30 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11266