საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანური გუნდის ფანებს მიმართა.
მამარდაშვილი „ღამურების“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ სურს საქართველოს ნაკრებში მიღწეული წარმატება „ვალენსიას“ ფანებსაც გაუზიაროს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გავედი. მინდა, ეს წარმატება თქვენთან ერთად გავიზიარო. შევხვდებით „მესტალიაზე“ „მალიორკასთან“ მატჩში“, - თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა და 32 გოლი გაუშვა. „ღამურები“ 30 მარტს, „მალიორკას“ უმასპინძლებენ.