ფეხბურთი

20:15 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "ფაქტები ადასტურებენ, რომ მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესოა, მას ზედა ზღვარი არ აქვს"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „მალიორკასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ძალიან ბედნიერია გიორგის განვითარებით და თქვა, რომ მისი ზედა ზღვარი არავინ იცის.

„დიახ, მეც მგონია, რომ მამარდაშვილი ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თუნდაც, მისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მიღებული გამოცდილებისა და ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე. ფაქტები ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ზედა ზღვარი არ ვიცით და უწყვეტი ზრდა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს. მნიშვნელოვანია ისეთი მეკარის ყოლა, რომელიც გუნდს ქულების მოპოვებაში ეხმარება, როგორც გიორგი. იმედი მაქვს, რომ ნაკრებში მიღწეული წარმატება მასზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს, მან თავის ქვეყანასთან ერთად რაღაც ისტორიულს მიაღწია“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა და 32 გოლი გაუშვა. „ღამურები“ 30 მარტს, „მალიორკას“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110003