თამაშგარე

19:52 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნები უცნაურად ხუმრობენ

საბერძნეთთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. რა გასაკვირია რომ ამ მოვლენამ თავისი ასახვა საბერძნეთშიც ჰპოვა და ბერძნულენოვანი სოციალური ქსელები გადაჭრელებულია სხვადასხვა სახის ძირითადად ირონიულ-ცინიკური ფოტო თუ ვიდეო მასალით.

გუშინ განსაკუთრებულად პოპულარული იყო წინამდებარე ფოტო, სადაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანასტასიოს ბაკასეტასი (მამარდაშვილმა პენალტი ვისაც აუღო) და ევროვიზიაზე საბერძნეთის სახელით გამომავალი მომღერალი მარინა სატი არიან გამოსახული. ფოტოზე გათამაშებულია სცენა ფილმიდან „თორი“ და ვიკინგურ მებრძოლ ღმერთად გარდასახული ბაკასეტასი თითქოს ამბობს, რომ საქართველო მას ვერ დაამარცხებს, თუმცა შეიძლება დამარცხდეს მომღერალ ქალთან.

ვერ ვიტყვით, რომ ფოტოზე ასახული ბერძნული იუმორი ახლოს მაინც მოვა ქუთაისურ, გურულ ან თუნდაც კახურ იუმორთან, მაგრამ რაკი აღნიშნულმა ფოტომ ბერძნებში ასეთ პოპულარობა ჰპოვა, როგორც ჩანს არის რაღაც, რასაც ჩვენ ბოლომდე ვერ ჩავწვდებით. იქნებ არცაა საჭირო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11237