„მილანის“ ლეგენდა პაოლო მალდინი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს - გვამცნობს pianetamilan.it.
მალდინის მეუღლის, ადრიანა ფოსას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, ველოდოთ თუ არა ფუნქციონერის მილანურ კლუბში დაბრუნებას. ადრიანამ ფოტოს ღიმილიანი სახე დაადო, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც „მალე იქნება".
„მილანმა“ მალდინი დირექტორის თანამდებობიდან 2023 წლის ზაფხულში გაათავისუფლა. ის „მილანში“ 1984 - 2009 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში კლუბთან ერთად 26 ტიტული მოიგო, მათ შორის 7-ჯერ გაიმარჯვა იტალიის ჩემპიონატში და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე.
ჯამში სხვადასხვა სტატუსით მან „მილანში“ 36 წელი გაატარა.