სამი ქართველი მოკრივე გოგონა საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა, სადაც მთავარი მწვრთნელის გაგა თოდუას ხელმძღვანელობით იასპარეზებენ.
საქართველოს სახელით ქალაქ სალონიკიში სამ წონით კატეგორიაში, რაჰიბა ისმაილოვა (48 კგ), ლანა ბოლქვაძე (57 კგ) და თათია ბუკია (75 კგ) გამოვლენ. შეჯიბრება დღეს, 28 მარტს დაიწყება და კვირას, 31 მარტს დასრულდება.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია