გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელთა ნაკრები ქუთაისში თამაშობდა ელიტრაუნდის მატჩებს. პირველ ტურში სერბეთთან წაგების (0:2) შემდეგ, ჩვენებურებმა 3:1 მოუგეს თურქეთს და ბოლო ტურში ლიდერ დანიას ხვდებოდნენ.
თუ არ წავაგებდით, 4 ქულით 7 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვედრის შანსი გვქონდა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვებზეც ვიქნებოდით დამოკიდებულები.
მაგრამ უკვე პირველი ტაიმის ბოლოს ცხადი გახდა, რომ სატურნირო ინტრიგას აზრი აღარ ჰქონდა. ჯამში ჩვენიანებმა 0:7 წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.
სერბებმა თურქებს 3:0 მოუგეს და 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ, დანიელებმა კი 7 ქულით იპირველეს.
ბოლოები თურქები აღმოჩდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოგი***ნთ კორუმპირებული ცხოვრება, ვინც ამაში გახვეული ხართ.
დააწერეთ სათაურშივე რო განადგურდნენ, დაიბომბნენ, როგორც უცხოური კლუბების ან ნაკრებების შემთხვევაში წერთ ხოლმე, რისი გეშინიათ?! ქვესკნელია ეს, საიდან მოათრევენ ხოლმე ამ მწვრთნელებს, არავინ უნდა ამოაცილო კრისტალბეთ მეორე ლიგას. მარტო სვანაძეა გამონაკლისი!