ფეხბურთი

12:27 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ბარბოსა 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ფლამენგოს“ თავდამსხმელი გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

27 წლის ფორვარდი 2023 წლის აპრილში დოპინგზე შეამოწმეს, რის შემდგომაც მან დოპინგ-ტესტის შედეგის გაყალბება სცადა და სწორედ ამიტომ ფეხბურთს ორი წლით ჩამოაშორეს.

დისკვალიფიკაცია სტარტს 2023 წლის აპრილიდან იღებს, შესაბამისად, გაბიგოლი მოედანზე 2025 წლის გაზაფხულზე დაბრუნდება.

გაბრიელ ბარბოსას „სანტოსში“, „ინტერში“ და „ბენფიკაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2019 წლიდან „ფლამენგოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118742