ჩოგბურთი

16:01 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მურსიის ჩელენჯერის ფინალში გასვლის შედეგად ATP-ის რეიტინგში საგრძნობი წინსვლა განიცადა.

ქართველი ჩოგბურთელი ერთბაშად 501 პოზიციით დაწინაურდა და 1 086-ე ადგილიდან 585-ე ადგილამდე აღზევდა. მან მურსიაში საერთო ჯამში 113 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ბასილაშვილი ახლა ნეაპოლის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც ძირითადი ბადიდან ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115885