კალათბურთი

1:00 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ზედიზედ მეორედ ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა (+VIDEO)

გიორგი შერმადინი ზედიზედ მეორედ ესპანეთის ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა. „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველმა კალათბურთელმა „გრან კანარიასთან“ შესანიშნავად ითამაშა და 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 5 (!) დაფარება მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

შერმადინი მიმდინარე სეზონში მესამედ, კარიერაში კი, 21-ედ გახდა ლიგა ენდესას ტურის MVP, რითაც ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია.

„ლენოვო ტენერიფე“ 16 მოგებით და 10 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, სტუმრად „პალენსიას“ დაუპირისპირდება.

0.117674