ფეხბურთი

20:38 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა, რის გამოც კლუბში დაბრუნდა.

კეინმა ბრაზილიასთან ვერ ითამაშა და ვერც ბელგიასთან გავა მოედანზე. ჯერ უცნობია მისი ტრავმის ხარისხი, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა, როცა მიუნხენში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, „ბაიერნს“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ელოდება "არსენალის" წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116718