ჩოგბურთი

17:58 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის ფინალში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ მურსიის ჩელენჯერის ფინალში პორტუგალიელ ენრიკე როშასთან დამარცხდა. ქართველმა ამ ტურნირზე ჯერ კვალიფიკაციაში ორი შეხვედრა მოიგო, შემდეგ ძირითად ბადეში ოთხ მეტოქეს აჯობა, მაგრამ ფინალში წააგო.

ბასილაშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი სეტი დამაჯერებლად, 6:3 მოიგო. ის თამაშის მოგებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მეორე სეტში 5:4-ზე თავისი ჩაწოდება დათმო, რამაც შეხვედრის მიმართულება შეცვალა.

ამის შემდეგ როშამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა: ჯერ სეტი მოიგო ტაიბკრეიზე (7:0), ხოლო მესამე სეტში ნიკოლოზს 7:5 აჯობა და ჩემპიონი გახდა - 6:3, 6:7, 5:7.

ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 1 086-ე ადგილზეა, მაგრამ ფინალში გასვლით დაახლოებით 500-ზე მეტი ადგილით დაწინაურდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120075