ფეხბურთი

1:10 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის ენდრიკის სადებიუტო გოლით ბრაზილიამ "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა

ლონდონში, „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლა.

„სელესაომ“ ალბიონელები მისსავე მოედანზე დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი, 17 წლის ენდირკმა გაიტანა მატჩის მიწურულს, როცა ვინისიუსის დარტყმა მეკარემ მოიგერია და „პალმეირასის“ ტალანტმა კი, ცარიელ კარში ზუსტად დაამატა.

ეს ენდრიკის პირველი გოლია ბრაზილიის ნაკრებში. მოგეხსენებათ, ის მადრიდის „რეალის“ საკუთრებაშია. სხვათა შორის, ენდრიკს ბოლო წამზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯორდან პიკფორდს პირისპირ ვერ აჯობა.

ბრაზილიის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 მარტს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს, ხოლო იმავე დღეს ინგლისი ბელგიას დაუპირისპირდება.

0.064239