პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ ფორვარდ კილიან მბაპეს მადრიდულ კლუბში შესაძლო ტრანსფერის შესახებ აზრი გამოთქვა.
„გლობალური პრესტიჟის თვალსაზრისით, ვერცერთი გუნდი ვერ შემოგთავაზებთ იმდენს, რამდენსაც „რეალი." თუ მბაპე მადრიდში წავა, სულ სხვა სიმაღლეზე ავა,“ - ციტირებს ფიგუს El Chiringuito.
მოსალოდნელია, რომ ზაფხულში, როდესაც მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ამოიწურება, ფეხბურთელი მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი გახდება.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ს შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, 38 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.