„დინამო თბილისმა“ ევროთასებზე გამოსვლა მიმდინარე სეზონში დაასრულა. საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროთასის ტურნირზე გადაინაცვლა, რომლის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში ხორვატულ „პრიმორიესთან“ წააგო.
პირველი მატჩი ხორვატიაში „დინამომ“ ერთი ბურთით დათმო, რის გამოც კარგი შანსი ჰქონდა საკუთარ მოედანზე სიტუაცია შეეცვალა, მაგრამ ასე არ მოხდა. სტუმრებმა თბილისში გაცილებით ადვილად მოიგეს - 20:15.
„პრიმორიემ“ უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.
„დინამო თბილისი“ კი, ევროტურნირებზე მომდევნო სეზონში იასპარეზებს.
„დინამო თბილისი“ – „პრიმორიე“ 15:20 (4:6, 3:3, 3:6, 5:5)