ძიუდო

17:58 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალი თბილისის გრანდ სლემზე

თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ წონით კატეგორიაში გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი და ისრაელის წარმომადგენელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა. შავდათუაშვილი ფინალში რუს კარენ გალსტიანს გაეჯიბრა, რომელსაც 32 წამში იპონით, უშანსოდ აჯობა და ჩემპიონი გახდა.

დღესვე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, საბა ხალიშვილი, ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე და დიმიტრი გოგლიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ჯერჯერობით, ორი ოქროს მედალია, შავდათუაშვილის გარდა, უმაღლესი სინჯის მედალი თერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

0.114125