ფეხბურთი

17:17 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის მეორე ტურში შოტლანდია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ელიტ-რაუნდის მეორე ტურში შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველ ტურში ჩეხეთთან წააგო, შესაბამისად, ამჯერად მოგების გარდა, სხვა შედეგის უფლება არ ჰქონდა. ანგარიში სქოთებმა მე-11 წუთზე გახსნეს, რასაც ტაიმის მიწურულს ცოტნე ბერელიძემ უპასუხა.

55-ე წუთზე ალეკო ბასილაძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ხოლო 10 წუთში შოტლანდიელებმა გაათანაბრეს. თუმცა, 70-ე წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო ტურში მასპინძელ იტალიას 26 მარტს დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, გავა თუ არა საქართველო ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე. ელიტ-რაუნდის თითოეული ჯგუფიდან პირველადგილოსანი გავა.

შოტლანდია - საქართველო 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 ვილსონი (11), 1:1 ბერელიძე (45), 1:2 ბასილაძე (55), 2:2 უოლესი (66), 2:3 ლორთქიფანიძე (70)

საქართველო (3-5-2): კურტანიძე; სადღობელაშვილი, ბუკია, ტყეშელაშვილი; ნ. ცეცხლაძე, ბერელიძე, გ. ცეცხლაძე (გეგუჩაძე 46), ლორთქიფანიძე, ჩიქოვანი; ბასილაძე (შეროზია 62), სამუშია (მაშავა 75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113594