UFC-ის ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილის ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის შესახებ განცხადება ქართველმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
"თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის", - დაწერა მერაბმა სოციალურ ქსელში.
დვალიშვილი ამერიკაში საცხოვრებლად 2012 წელს გადავიდა, MMA-ში კი მისი კარიერა 2014 წლიდან დაიწყო. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ახლა საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის მოლოდინშია.