სხვა

1:34 | 23.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

დევისის და სმოლკინის წყვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში გამოვიდა

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სატურნირო დღეს სპორტულმა მოცეკვავე წყვილებმა შეასრულეს რიტმული ცეკვა, რომლის თემატიკად 80-იანი წლების მუსიკა შეირჩა.

36 მონაწილე წყვილს შორის 20-მა საუკეთესომ მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება. ჩვენი ნაკრების წყვილი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი 74.46 ქულით ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა. სატურნირო ცხრილში ლიდერობენ ამერიკელი, იტალიელი და კანადელი წყვილები.

მოცეკვავე წყვილების მიერ თავისუფალი ცეკვა შესრულდება 23 მარტს, 21:30 საათიდან.

0.119955